Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი ჟურნალ Harper's Bazaar-ის ფოტოსესიაში

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი პოპულარული ჟურნალის, Harper's Bazaar-ის თებერვლის ნომრის სტუმარია. მუსიკოსის ფოტო გამოცემის გარეკანზეც დაიბეჭდება.

► ფილმს Jennifer Lopez-ის მონაწილეობით ქართულ კინოთეატრებში 10 იანვრიდან იხილავთ

► ნახეთ: Jennifer Lopez-მა საახალწლო გადაცემაში Limitless შეასრულა

► ნახეთ: მომღერალმა Jennifer Lopez-მა შობის დილას იცეკვა

"გუჩის", "ივ სენ ლორანის", "შანელისა" და "ჟივანშის" სამოსში გამოწყობილ 49 წლის ჯეილოს სურათები ნიუ იორკში მოღვაწე ცნობილმა ფოტოგრაფმა, კამილა აკრანსმა გადაიღო.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. შარშან არტისტმა თაყვანისცემლებს ბოლო ნამუშევარი Limitless შესთავაზა, რომელიც ფილმის Second Act საუნდტრეკია. სურათში მთავარ როლს სწორედ ჯეილო ასრულებს.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული