Thumbnail

ნახეთ: ნანი ბრეგვაძემ "შემოდგომის ყვავილებს" შეასრულა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

თბილისის მულტიფუნქციურ სივრცეში "რესპუბლიკა" 22 დეკემბერს ლეგენდარული ქართველი მუსიკოსის, ნანი ბრეგვაძის კონცერტი გაიმართა. 

► ნახეთ: ნანი ბრეგვაძემ "გზები მაინც გამინათე, მთვარეო" შეასრულა

ორსაათიანი ღონისძიების განმავლობაში 82 წლის მომღერალმა კომპოზიციები ნიკოლოზ რაჭველის აკომპანემენტით შეასრულა. მუსიკოსმა არაერთი ცნობილი ნამუშევარი, მათ შორის კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძეს მიერ გალაქტიონ ტაბიძის ლექსზე შექმნილი "შემოდგომის ყვავილებს" იმღერა. აღსანიშნავია, რომ სიმღერა 1978 წელს გადაღებულ ქართულ ფილმში "დათა თუთაშხია" გაჟღერდა.

ნანი ბრეგვაძე - შემოდგომის ყვავილებს

🎙ნანი ბრეგვაძე - შემოდგომის ყვავილებს (მულტიფუნქციური სივრცე Republic • რესპუბლიკა) 🎹 კონცერტმაისტერი - ნიკოლოზ რაჭველი 🎵 კომპოზიტორი - ბიძინა კვერნაძე

Posted by popmusic on Thursday, 10 January 2019

 

ნანი ბრეგვაძემ კარიერა 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში დაიწყო. მუსიკოსი ასევე ჯგუფების "ორერასა" და "რეროს" სოლიტიც იყო. პოპვარსკვლავის მიერ შესრულებული სიმღერების მოსმენა არაერთ ცნობილ ქართულ კინოფილმშია შესაძლებელი, მათ შორისაა "ვერის უბნის მელოდიები", "შეხვედრა მთაში" და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული