Thumbnail

ტომ იორკი: როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას არ დავესწრები

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის ფრონტმენმა, ტომ იორკმა გამოცემა Variety-სთან საუბარში განაცხადა, რომ 29 მარტს ბრუკლინში გასამართ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში გაწევრიანების ცერემონიას არ დაესწრება.

► Radiohead, The Cure და ჯენეტ ჯექსონი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს

► ნახეთ: ტომ იორკმა ლას ვეგასში Silent Night შეასრულა

"არ გვინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენოთ ან ვაწყენინოთ, მაგრამ ჩვენ არ გვესმის ამ ცერემონიის არსი. მიზეზი ალბათ ისაა, რომ დიდ ბრიტანეთში ყველა დაჯილდოება ყარს, განსაკუთრებით კი Brit Awards. არ ვიცით, რა უნდა ვაკეთოთ იქ. ამასთან, არც შემიძლია დასწრება, რადგან ორი ფრანგი მუსიკოსისთვის ფორტეპიანოს პარტია დავწერე და 7 აპრილს პარიზში მათთან უნდა ვიყო. ამიტომ არც მცალია", - აღნიშნა ტომ იორკმა.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი კლივლენდში მდებარეობს. ორგანიზაცია ყოველწლიურად იმ არტისტებსა და ჯგუფებს ასახელებს, რომლებმაც მუსიკალურ ინდუსტრიაზე გავლენა მოახდინეს.

"რედიოჰედი" ქალაქ აბინგდონში 1985 წელს შეიქმნა. მუსიკოსებმა 1992 წელს სადებიუტო სინგლი Creep გამოუშვეს, რომელიც მომდევნო წელს, მათი პირველი ალბომის Pablo Honey გამოსვლისთანავე, მსოფლიო ჰიტად იქცა. 3 გრემის მფლობელმა ბენდმა, ბოლო ნამუშევარი A Moon Shaped Pool 2016 წელს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული