Thumbnail

ფილმს Jennifer Lopez-ის მონაწილეობით ქართულ კინოთეატრებში 10 იანვრიდან იხილავთ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

საქართველოს კინოთეატრებში 10 იანვარს პიტერ სიგალის ახალი რომანტიკული კომედიის Second Act პრემიერა შედგება. ფილმში მთავარ როლს ამერიკელი მომღერალი ჯენიფერ ლოპესი ასრულებს.

► ნახეთ: Jennifer Lopez-მა საახალწლო გადაცემაში Limitless შეასრულა

► ნახეთ: Jennifer Lopez-ის ახალი კლიპი, რომელშიც მისი ათი წლის შვილი მონაწილეობს

კინოსურათი 40 წლის მაიას შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც ყალბი რეზიუმეს წყალობით ერთ-ერთი კორპორაციის მმართველის პოზიციის მოპოვება შეძლო. ქართულ კინოთეატრებში ფილმის ნახვა სახელწოდებით "უდიპლომო ბოსი" იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ნამუშევრის საუნდტრეკს Limitless თავად ჯენიფერი ასრულებს. კომპოზიცია ავსტრალიელმა არტისტმა, Sia-მ დაწერა.

ჯეილოს კინოდებიუტი, 16 წლის ასაკში, ფილმში My Little Girl შედგა. ის 1998 წელს ნამუშევარში Selena შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსზეც იყო ნომინირებული. არტისტის ფილმოგრაფია ოცდაათამდე სურათს აერთიანებს. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული