Thumbnail

ფოტოგალერეა: Rihanna-მ ქალის თეთრეულისა და ინტიმური აქსესუარების კოლექცია გამოუშვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ბარბადოსელმა სუპერვარსკვლავმა რიანამ ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით თაყვანისმცემლებს საკუთარი ბრენდის, Savage x Fenty-ის ქალის თეთრეულისა და აქსესუარების კოლექცია შესთავაზა.

► ფოტოგალერეა: Rihanna-ს 20 გამორჩეული ჩაცმულობა

► Rihanna-ს სახლის გაქურდვისთვის ათკაციანი დაჯგუფება დააკავეს

► ნახეთ: Rihanna-სა და Donald Glover-ის ფილმის Guava Island პირველი თრეილერი

კოლექცია სხვადასხვა ფერის საცვლებსა და ინტიმურ აქსესუარებს აერთიანებს. ნივთების ღირებულება 20-დან 68 აშშ დოლარამდე მერყეობს.

მუსიკოსმა ქალის თეთრეული პირველად, ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში, 2018 წლის სექტემბერში წარადგინა. აღსანიშნავია, რომ Savage x Fenty-ის გარდა, პოპვარსკვლავი კოსმეტიკური ბრენდის, Fenty Beauty-ის მფლობელია.

9 გრემის მფლობელ რიანას სულ 230 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მომღერალმა მე-8 სტუდიური ალბომი Anti 2016 წელს გამოუშვა. ახალი ჩანაწერის გავრცელებას მუსიკოსი 2019 წელს გეგმავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული