Thumbnail

მოუსმინეთ: Nine Inch Nails-ის წევრებმა ფილმის Bird Box საუნდტრეკების ალბომი გაავრცელეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკული ჯგუფის Nine Inch Nails-ის წევრებმა, ტრენტ რეზნორმა და ატიკუს როსმა, მულტიმედიური პლატფორმის, Netflix-ის საშინელებათა ფილმის Bird Box საუნდტრეკების ალბომი Bird Box (Abridged) გაავრცელეს. 66-წუთიან ნამუშევარში 10 კომპოზიციაა წარმოდგენილი.

► მოუსმინეთ: ჯგუფმა Nine Inch Nails ახალი ალბომი Bad Witch გამოუშვა

ვოკალისტმა და კომპოზიტორმა ტრენტ რეზნორმა Nine Inch Nails 1988 წელს დააარსა. ინდასტრიალ ჯგუფის კარიერა ოც მილიონამდე გაყიდულ ალბომსა და ისეთ არტისტებთან თანამშრომლობას მოიცავს, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, მერილინ მენსონი და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული