Thumbnail

მოუსმინეთ: მიშკა მგალობლიშვილმა Niko-ს დის-ჩანაწერზე უპასუხა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ქართველმა ჰიპ ჰოპ არტისტმა მიშკა მგალობლიშვილმა, ფსევდონიმით Pash Lyfe, რეპერ ნიკოლოზ მჭედლიშვილის, იგივე Niko-ს დის-ჩანაწერს Drunk Talk ახალი კომპოზიციით Six Feet Under უპასუხა. ინგლისურენოვანი ტრეკის პროდიუსერი ბათუმელი მუსიკოსი Omar'K გახლავთ. ნამუშევარში ლეგენდარული შემსრულებლის, ემინემის ჰიტის The Real Slim Shady სემპლია გამოყენებული.

► მოუსმინეთ: ჰიპ ჰოპ არტისტმა Niko-მ რეპერი Young Mic გადისა

მიშკა მგალობლიშვილმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" უკავშირდება. რეპერის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია "ხლაპუშკა", "გამზარდე" და "თსლ შავი ზედა". არტისტი ქართულ კომპოზიციებს ფსევდონიმით Young Mic ავრცელებს, ინგლისურენოვანს კი სასცენო სახელით Pash Lyfe.

კომენტარები

ბოლოს დამატებული