Thumbnail

ისლანდიელ მუსიკოს ბიორკს პირველი შვილიშვილი შეეძინა. არტისტის შვილს, სინდრი ელდონსა და მის ცოლს, მორგან ჯონსონს ვაჟი 5 იანვარს გაუჩნდათ.

სინდრი ოჯახთან ერთად სიეტლში ცხოვრობს. ის ბიორკსა და ტორ ელდონს 1986 წელს შეეძინათ. მუსიკოსები ერთად პოსტ პანკ ბენდში The Sugarcubes მოღვაწეობდნენ. მომღერალს მეორე შვილიც ჰყავს. 2002 წელს დაბადებული ისადორას მამა ამერიკელი მსახიობი მეთიუ ბარნია. 

► Björk-მა ახალი საკონცერტო პროექტი Cornucopia დააანონსა

► ნახეთ: ბიორკმა კომპოზიცია Blissing Me ტელევიზიაში ცოცხლად პირველად შეასრულა

► ნახეთ: ბიორკმა ტელევიზიის ეთერში უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში პირველად იმღერა 

პირველი სტუდიური ჩანაწერი სახელწოდებით Björk მუსიკოსმა ისლანდიაში, 12 წლის ასაკში გამოუშვა. 1993 წელს გამოცემულმა ალბომმა Debut ბიორკს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. შემდეგმა ნამუშევარმა Post კი მისი, როგორც საინტერესო და თვითმყოფადი არტისტის სტატუსი კიდევ უფრო განამტკიცა. 2015 წელს ჟურნალმა Time შემსრულებელი ას ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა It's Oh So Quiet, Army Of Me, All Is Full Of Love, Human Behaviour და Bachelorette მოუტანა. 2017 წელს SOU ფესტივალის ფარგლებში მომღერალმა თბილისში, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ორი კონცერტი გამართა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული