Thumbnail

ნახეთ: Tekashi 6ix9ine-ის პირველი ფოტო ციხიდან

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი Tekashi 6ix9ine უკვე მეორე თვეა დაპატიმრებულია. ცოტა ხნის წინ მას ციხეში შეყვარებული, ჯეიდი ესტუმრა და რეპერთან ერთად ფოტო გადაიღო.

► ნახეთ: რეპერმა 6ix9ine-მა შეყვარებულს ციხიდან $250,000-იანი მანქანა აჩუქა

► მოუსმინეთ: ციხეში მყოფმა 6ix9ine-მა სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა

► სასამართლო 6ix9ine-ის საქმის განხილვას 2019 წლის სექტემბერში დაიწყებს

"ის თავს ძალიან კარგად გრძნობს", - დაწერა ჯეიდიმ ინსტაგრამზე.

2018 წლის 18 ნოემბერს ტეკაში რეკეტში მონაწილეობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობის ბრალდებით დააკავეს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რეპერს გისოსებს მიღმა მინიმუმ 32 წლის გატარება მოუწევს, მაქსიმალური სასჯელი კი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. პირველი სასამართლო პროცესი 2019 წლის სექტემბერშია ჩანიშნული.

წარმოშობით მექსიკელმა დანიელ ერნანდესმა, სასცენო სახელით Tekashi 6ix9ine, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. 22 წლის რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული