Thumbnail

ნახეთ: Janelle Monae სიმღერაზე Screwed გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი ჯანელ მონე სიმღერის Screwed კლიპს ავრცელებს. ვიდეორგოლი მუსიკოსის მოკლემეტრაჟიანი ფილმის Dirty Computer - An Emotion Picture ნაწილია. სურათი არტისტმა მესამე ალბომის Dirty Computer პრომოუშენის ფარგლებში გადაიღო. სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 2018 წლის 27 აპრილს ჩაეშვა და ბილბორდის ჩარტში მეექვსე პოზიციაც დაიკავა.

► ნახეთ: Janelle Monae-მ სიმღერა Make Me Feel ცოცხლად შეასრულა

მომღერალმა და მსახიობმა ჯანელ მონემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2003 წელს დაიწყო. მას განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Q.U.E.E.N. Yoga და PrimeTime მოუტანა. შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Erykah Badu, Fun და Grimes.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული