Thumbnail

ნახეთ: 2018 წელს ამერიკაში ყველაზე მეტი ალბომი Eminem-მა გაყიდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა მარშალ მეზერსმა, ფსევდონიმით Eminem, 2018 წელს აშშ-ში ყველაზე მეტი ალბომი გაყიდა. კომპანიის BuzzAngle Music მონაცემებით, თაყვანისმცემლებმა რეპერის სტუდიური ჩანაწერების 755,027 ეგზემპლარი შეიძინეს. 603,307 გაყიდული ნამუშევრით ემინემს სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS მოსდევს.

► ნახეთ: ემინემმა 12 რჩეული დის-კომპოზიცია დაასახელა

► 50 Cent-მა ემინემთან და ედ შირანთან ერთად კომპოზიცია ჩაწერა

 ნახეთ: Eminem-მა კომპოზიციაზე Good Guy კლიპი გადაიღო

ჰიპ ჰოპ შემსრულებელს წარმატების მიღწევაში ბოლო ორი ალბომი Revival და Kamikaze დაეხმარა, რომლებიც 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის აგვისტოში გაავრცელა.

ამის გარდა, მუსიკალურ პლატფორმებზე მოსმენების რაოდენობით ემინემი მეოთხე ადგილზე გავიდა. მას მხოლოდ ჰიპ ჰოპ არტისტებმა Drake-მა, Post Malone-მა და XXXTentacion-მა აჯობეს.

მარშალ მეზერსმა შემოქმედებითი კარიერა 1988 წელს დაიწყო. გრემის 15 ჯილდოს მფლობელმა რეპერმა დღემდე 220 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა, რომელიც მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა.

ბოლო სტუდიური ჩანაწერი Kamikaze მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული