Thumbnail

ნახეთ: Bohemian Rhapsody ოქროს გლობუსის მფლობელია

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ლეგენდარული როკ ჯგუფის, Queen-ის შესახებ გადაღებულმა მხატვრულმა ფილმმა Bohemian Rhapsody წლის საუკეთესო კინოსურათის კატეგორიაში ოქროს გლობუსი დაიმსახურა. ბენდის ფრონტმენის, ფრედი მერკურის უბადლოდ განსახიერებისათვის კი ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის მიერ 1944 წელს დაწესებული პრიზი რამი მალეკს ერგო.

Bohemian Rhapsody ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიოგრაფიული მუსიკალური ფილმი გახდა

მალაიზიის კინოთეატრებმა ფილმ Bohemian Rhapsody-დან 24 წუთი ამოჭრეს

სცენაზე ჯილდოს მიღებისას, მსახიობმა მადლობა ფრედი მერკურისა და Queen-ის წევრებს, ბრაიან მეის და როჯერ ტეილორს გადაუხადა.

"ბრაიან, როჯერ, გმადლობთ თქვენი წვლილისთვის იმაში, რომ ინკლუზიურობა და თვითმყოფადობა მუსიკის, სამყაროსა და თითოეული ჩვენგანის ნაწილია. ფრედი, მადლობა, რომ ეს ბედნიერება მომანიჭე. არაჩვეულებრივო ადამიანო, ამ ჯილდოს შენ გიძღვნი", - აღნიშნა მალიკმა.

1985 წელს ლონდონში, უემბლის სტადიონზე გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე Queen-ის გამოსვლისა და ჯგუფის ფრონტმენის, ფრედი მერკურის შესახებ გადაღებული ფილმის რეჟისორი ბრაიან სინგერია. კინოსურათის პრემიერა 2018 წლის ოქტომბერში გაიმართა. ვარაუდობენ, რომ Bohemian Rhapsody ოსკარის ჯილდოსაც დაეუფლება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული