Thumbnail

მოუსმინეთ: ჰიპ ჰოპ არტისტმა Niko-მ რეპერი Young Mic გადისა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ქართველმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა, ფსევდონიმით Niko, ახალი ინგლისურენოვანი კომპოზიცია Drunk Talk გამოაქვეყნა. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი არჩილ შუბლაძე, იგივე Proffeny გახლავთ.

რეპერმა ჩანაწერში თავისი კოლეგა, ჰიპ ჰოპ პროექტ "ბირჟა მაფიის" ერთ-ერთი დამაარსებელი მიშკა მგალობლიშვილი, იგივე Young Mic გადისა.

► მოუსმინეთ: რეპერმა PAJO-მ კომპოზიციაში "შენ შფოთავ" Young Mic გადისა 

აღსანიშნავია, რომ იანგ მაიქსა და ნიკოს ერთად არაერთხელ აქვთ ნამუშევარი. ეს უკანასკნელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სწორედ მიშკასა და ბათუმელი მუსიკოსის, ზაზა თევთიძის პროექტში მონაწილეობით გახდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული