Thumbnail

მოუსმინეთ: Freddie Gibbs და Madlib ახალი ალბომიდან Bandana ნაწყვეტს ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ხუთწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ თაყვანისმცემლებს ჰიპ ჰოპ დუეტი MadGibbs დაუბრუნდება. ლეგენდარულმა კალიფორნიელმა პროდიუსერმა ოტის ჯექსონმა, სასცენო სახელით Madlib, სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და ინდიანელ რეპერ ფრედრიკ ტიპტონს, ფსევდონიმით Freddie Gibbs, მადლობა გადაუხადა.

► Freddie Gibbs: Madlib-თან ერთად ჩაწერილ ალბომზე Bandana მუშაობა დასრულებულია 

View this post on Instagram

Thanks Primate

A post shared by Quasimoto (@quasimoto) on

თავის მხრივ, ფრედი გიბსმა დუეტის აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიციის ნაწყვეტი გაავრცელა. 

ჰიპ ჰოპ დუეტი MadGibbs 2011 წელს ჩამოყალიბდა. გაერთიანების შემოქმედება ოთხ EP-სა და 2014 წლის ალბომს Pinata აერთიანებს. სტუდიურმა ჩანაწერმა თავის დროზე კრიტიკოსებისა და მსმენელებისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ ის 2010 წლის შემდეგ გამოსულ საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული