Thumbnail

ნახეთ: Jennifer Lopez-მა საახალწლო გადაცემაში Limitless შეასრულა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა ჯენიფერ ლოპესმა ტელეკომპანია NBC-ის საახალწლო გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. მუსიკოსმა შოუში ახალი სიმღერა Limitless შეასრულა. კომპოზიცია ფილმის Second Act საუნდტრეკია, რომელიც ავსტრალიელმა Sia-მ დაწერა. სურათში მთავარ როლს სწორედ ჯენიფერი ასრულებს.

► ნახეთ: მომღერალმა Jennifer Lopez-მა შობის დილას იცეკვა

► ნახეთ: Jennifer Lopez-ის ახალი კლიპი, რომელშიც მისი ათი წლის შვილი მონაწილეობს

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი შეყვარებულთან და შვილებთან ერთად საშობაო ნაძვის ხეს რთავს

ჯეილოს გარდა გადაცემაში არაერთმა ვარსკვლავმა, მათ შორის დაიანა როსმა, კელი კლარკსონმა და ბიბი რექსამაც იმღერეს.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული