Thumbnail

მოუსმინეთ: Nine Inch Nails-ის წევრებმა ახალი კომპოზიცია Outside გაავრცელეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკული ჯგუფის Nine Inch Nails-ის წევრებმა, ტრენტ რეზნორმა და ატიკუს როსმა ახალი კომპოზიცია Outside გაავრცელეს. ნამუშევარი მულტიმედიური პლატფორმის, Netflix-ის საშინელებათა ფილმის Bird Box საუნდტრეკია, რომელიც 2018 წლის 21 დეკემბერს გამოვიდა.

► მოუსმინეთ: ჯგუფმა Nine Inch Nails ახალი ალბომი Bad Witch გამოუშვა

ვოკალისტმა და კომპოზიტორმა ტრენტ რეზნორმა Nine Inch Nails 1988 წელს დააარსა. ინდასტრიალ ჯგუფის კარიერა ოც მილიონამდე გაყიდულ ალბომსა და ისეთ არტისტებთან თანამშრომლობას მოიცავს, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, მერილინ მენსონი და სხვები.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული