Thumbnail
ფოტო: popmusic

ნახეთ: ჯგუფი "არა" - ყოველდილას (ასატანი Session)

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

popmusic და ჯგუფი "არა"  წარმოგიდგენთ კომპოზიციაზე "ყოველდილას" გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოს.

► ნახეთ: ჯგუფი "არა" - ასატანი Session

2018 წლის 6 ოქტომბერს სოფელ ახატანში მუსიკოსებმა მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი სიმღერები და ახალ ალბომში "რატომ მომიყვანეთ" შესული კომპოზიციები ცოცხლად შეასრულეს.

სესიაზე ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით წარდგა: ზურა ჯავახია (ვოკალი, გიტარა), გიორგი სიბაშვილი (ბასი), თორნიკე ჯაფიაშვილი (პიანინო), ირაკლი მენაღარიშვილი (პერკუსია), ლექსო რატიანი (უკულელე, გიტარა), საბა ზაკალაშვილი (გარმონი), ნოდარ კოტრიკაძე (საყვირი), გიორგი ამბარდნიშვილი და აკაკი ცხადაძე (ბექვოკალი).

ასატანი Session (სოფ. ახატანი, 2018): 

1. მსხალი
2. მიყვარხარ
3. ირმა
4. ღმერთო
5. ყოველდილას
6. გოგოები ზემოდან

პროექტის პროდიუსერები გიორგი სიბაშვილი და გიორგი ტყებუჩავა არიან. ეს უკანასკნელი ამავდროულად კლიპის რეჟისორიცაა. მონტაჟზე სანდრო პაპასკირმა იმუშავა. ხმის რეჟისორი კი თორნიკე ქარჩხაძეა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული