Thumbnail

ნახეთ: ქანიე ვესთმა კიმ კარდაშიანს საშობაოდ 14 მილიონ დოლარად აპარტამენტი უყიდა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ქანიე ვესთმა ცოლს, ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში 14 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული აპარტამენტი აჩუქა.

► კიმ კარდაშიანი: ქანიე ვესთი მილიარდერია

ოთხსაძინებლიანი ბინა ცნობილი ბრიტანელი არქიტექტორის, ნორმან ფოსტერის მიერ დაპროექტებულ 18-სართულიან შენობაში მდებარეობს, სადაც საცხოვრებელი ფართების გარდა, ასევე საცურაო აუზი, სპა და სპორტული დარბაზია განთავსებული.

► "ქანიე ვესთი პიკასო არ არის" - ლეონარდ კოენის აქამდე გამოუქვეყნებელი ლექსი

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21 გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. კიმი და ქანიე 2014 წელს დაქორწინდნენ. წყვილს სამი შვილი ჰყავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული