Thumbnail

ნახეთ: Young Thug-მა 5 ახალი კომპოზიციის თიზერი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯეფრი ლამარ უილიამსმა, ფსევდონიმით Young Thug, ინსტაგრამის საშუალებით 5 ახალი კომპოზიციის ნაწყვეტი გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია, როდის იხილავს ნამუშევრები დღის სინათლეს.

► ნახეთ: Young Thug-მა კომპოზიციის Chanel ვიდეორგოლი გამოაქვეყნა

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. რეპერის ბოლო სტუდიური ალბომი Slime Language 2018 წლის აგვისტოში გამოიცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული