Thumbnail

14 დეკემბერს გავრცელებული ალბომის Dying To Live შემდეგ, მაიამელი რეპერი ბილ კაპრი, იგივე Kodak Black, განაგრძობს ახალი ნამუშევრების გამოშვებას. არტისტმა შობასთან დაკავშირებით ტრეკი Christmas In Miami და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. მუსიკალურ კლიპში ჰიპ ჰოპ დუეტის, City Girls-ის წევრი იანგ მაიამი მონაწილეობს, რომელიც კოდაკის მეგობარი გოგონაა.

► მოუსმინეთ: Kodak Black ახალ ალბომს Dying To Live ავრცელებს 

► ნახეთ: Kodak Black ტრეკების From The Cradle და Close To The Grave კლიპებს ავრცელებს 

► ნახეთ: Kodak Black-მა კომპოზიციაზე Calling My Spirit კლიპი გადაიღო 

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერმა 2017 წელს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Painting Pictures ჩაუშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია. 2018 წელს კოდაკმა მსმენელს ოფიციალური მიქსტეიპი Heart Break Kodak შესთავაზა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული