Thumbnail

ინგლისელმა სუპერვარსკვლავმა სემ სმიტმა ახალი კომპოზიცია Fire On Fire და მასზე შექმნილი ვიდეო გაავრცელა. სიმღერა 1978 წლის ანიმაციური ფილმის Watership Down რიმეიქის საუნდტრეკია. სატელევიზიო შოუს საერთაშორისო პრემიერა პლატფორმა Netflix-ზე 23 დეკემბერს შედგება. მომღერლის კლიპიც სწორედ ამ მინისერიალის კადრებითაა აწყობილი.

ნახეთ: Sam Smith-მა სიმღერები Too Good at Goodbyes და Pray შეასრულა

სემ სმიტმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. არტისტი ცნობილი 2012 წელს, ბრიტანულ ელექტრონულ დუეტთან Disclosure ერთად ჩაწერილი სინგლით Latch გახდა. 4 გრემის მფლობელი მუსიკოსი კომპოზიციისთვის Writing's on the Wall, რომელიც ჯეიმს ბონდის 24-ე ნაწილის Spectre მუსიკალური თემა იყო, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელიც გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული