Thumbnail

მოუსმინეთ: ბარაკ ობამა ლინ-მანუელ მირანდას კომპოზიციაში One Last Time მონაწილეობს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა ლინ-მანუელ მირანდამ კომპოზიციის One Last Time რემიქს ვერსია გაავრცელა. ნამუშევარში აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა მონაწილეობს, რომელიც ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის გამოსამშვიდობებელ სიტყვას კითხულობს.

კომპოზიტორმა, მწერალმა, რეპერმა და მსახიობმა ლინ-მანუელ მირანდამ მუსიკალური კარიერა 1999 წელს დაიწყო. ის "ბროდვეის" მიუზიკლების In the Heights და Hamilton ავტორია. არტისტს გრემის ჯილდო სამჯერ აქვს მიღებული. მას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული