Thumbnail

ერთწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ მსმენელს ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი შაია აბრაამ-ჯოზეფი, ფსევდონიმით 21 Savage, დაუბრუნდა. მან გაყიდვაში რიგით მეორე ალბომი I Am > I Was ჩაუშვა. სტუდიური ჩანაწერი, რომელიც 15 კომპოზიციას აერთიანებს, ლეიბლზე Epic გამოიცა.

► ნახეთ: 21 Savage-ის ახალი კომპოზიცია Mortal Kombat 11-ის ტრეილერში 

► მოუსმინეთ: Metro Boomin - 10 Freaky Girls Ft. 21 Savage 

► ნახეთ: რეპერი 21 Savage წვეულებაზე ცეცხლსასროლი იარაღით გადაიღეს 

ალბომზე მუშაობისას რეპერმა როგორც ახალგაზრდა, ასევე, გავლენიან კოლეგებთან ითანამშრომლა. სტუდიურ ჩანაწერში მსმენელს J. Cole, ScHoolboy Q, Offset, Lil Baby, Gunna, აგრეთვე, Childish Gambino და Post Malone შეხვდება. ნამუშევრის პროდიუსერები Metro Boomin, TM88, DJ Dahi და სხვები არიან.

ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. შემსრულებლის დისკოგრაფია 2 სტუდიურ ალბომს, 1 კოლაბორაციულ ალბომს, 2 ოფიციალურ მიქსტეიპსა და ამდენივე EP-ის აერთიანებს. მათგან მსმენელისა და კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება ჩანაწერებმა Issa Album და Savage Mode დაიმსახურეს. ამ უკანასკნელზე სევიჯმა ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერთან Metro Boomin ითანამშრომლა. რეპერს წარმატება მისი მონაწილეობით შექმნილმა ფოსთ მელოუნის ჰიტმა Rockstar მოუტანა. ტრეკი ბილბორდის მუსიკალური ჩარტების პირველ პოზიციას 8 კვირის განმავლობაში არ თმობდა. სტრიმინგ პლატფორმა Spotify-ის სათავეში კი კომპოზიციამ 108 დღე დაჰყო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. რეპერმა თაყვანისმცემლებს თავი რეჩიტატივის კითხვის სახასიათო მანერით დაამახსოვრა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული