Thumbnail

ნახეთ: Jennifer Lopez-ის ახალი კლიპი, რომელშიც მისი ათი წლის შვილი მონაწილეობს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი სიმღერაზე Limitless გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ვიდეოში მისი ათი წლის შვილი, ემი მონაწილეობს, რომელიც შემსრულებლის ბავშვობას განასახიერებს. მუსიკალური რგოლის რეჟისორი თავად ჯეილო გახლავთ.

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი შეყვარებულთან და შვილებთან ერთად საშობაო ნაძვის ხეს რთავს

► ნახეთ: Jennifer Lopez-მა სიმღერა Limitless ცოცხლად შეასრულა

► ნახეთ, როგორ შეაშინა ჯენიფერ ლოპესი შეყვარებულმა

ტრეკი, რომელიც ფილმის Second Act საუნდტრეკია, ავსტრალიელმა პოპვარსკვლავმა, Sia-მ დაწერა. სურათში მთავარ როლს სწორედ ჯენიფერი ასრულებს.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული