Thumbnail

Soft Eject 1990 წელს თბილისში ირაკლი ჭელიშვილმა, იგივე პეჩომ (ვოკალი, გიტარა), ვახო ბაბუნაშვილმა (ბას გიტარა, ვოკალი) გია ქარჩხაძემ (გიტარა, ვოკალი) და ნოდარ მანჩხაშვილმა (დრამი) ჩამოაყალიბეს. ბენდის თავდაპირველ შემადგენლობაში ოთარ ყარალაშვილიც შედიოდა, თუმცა მან ჯგუფი მალევე დატოვა.

კოლექტივის სატელევიზიო დებიუტი 1993 წელს საქართველოს ტელევიზიის მეორე არხის ეთერში შედგა. 

Soft Eject - Gonna Be Fine (1993)

oft Eject-ის მუსიკალური მიმართულება ფოლკ-როკისა და პროგრესივის ნაზავია. ჯგუფის შემოქმედებაში 1960-იანი წლების მუსიკის, განსაკუთრებით კი The Beatles-ის გავლენა იგრძნობა.

Soft Eject - Please Just Carry On (1995)

1990-იანი წლების დასაწყისში ჯგუფი გერმანიაში გაემგზავრა. თავდაპირველად მუსიკოსები მიუნხენისა და სხვა ქალაქების ქუჩებში უკრავდნენ, შემდეგ კი ბარებში გადაინაცვლეს, რასაც მოგვიანებით კლუბებსა და საკონცერტო დარბაზებში გამოსვლებიც მოჰყვა.

Soft Eject-ის პირველი სტუდიური ნამუშევრები Everybody (1993), Something New (1994), Now! (1995) და Collection (1995) სწორედ გერმანიაშია ჩაწერილი.

Soft Eject - Shady Town Story (1996)

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, Soft Eject იღებს მუსიკალურ ვიდეოს თავის ყველაზე ცნობილ სიმღერაზე Please Just Carry On. 2000-იანი წლების დასაწყისიდან კი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას იწყებს. აშშ-ში, ბრიტანეთსა და უკრაინაში გასტროლებს, 2001 წელს ალბომი Wanderer ემატება. 2 წელიწადში კი Nine Mountains Away გამოდის.

Soft Eject - Wanderer (2001)

2017 წელს, 15 წლიანი პაუზის შემდეგ, ჯგუფი Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერად მოგვევლინა. ფესტივალზე მსმენელთა წინაშე პეჩო (ვოკალი), ვახო ბაბუნაშვილი (ბას გიტარა, ვოკალი) გია ქარჩხაძე (გიტარა), ნოდარ მანჩხაშვილი (დრამი), გირგი კობახიძე (გიტარა, ვოკალი), სანდრო ნიკოლაძე (ფლეიტა, ლირი), ემზარ ბურდული (ვალტორნა, ვოკალი) და ანა სიხარულიძე (აკორდეონი, კლავიში) წარდგნენ.

ამის შემდეგ Soft Eject თავდაპირველი შემადგენლობით სტუდიას დაუბრუნდა. მუსიკოსები ახალი ალბომის გამოცემას გეგმავენ, რომელშიც ძირითადად ადრეულ წლებში დაწერილი სიმღერები შევა.

Soft Eject - Windstorm (2018)

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული