Thumbnail

ნახეთ: Demi Lovato-მ Aretha Franklin-ისგან შარშან მიღებული მესიჯი გაასაჯაროვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი დემო ლოვატო აგვისტოში გარდაცვლილი ლეგენდარული მუსიკოსისგან, არეტა ფრანკლინისგან შარშან მიღებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ავრცელებს.

► არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

► დემი ლოვატო ნარკოტიკით ზედოზირების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

► ნახეთ: Demi Lovato ნარკოტიკებით ზედოზირების შემდეგ სახლში დაბრუნდა

- გამარჯობა, დემი! ყველაზე ბედნიერ შობას გისურვებ, - წერს ფრანკლინი.
- დიდი მადლობა, რომ გაგახსენდით. უბედნიერეს შობას გისურვებთ, - პასუხობს ლოვატო. 

დემი გავრცელებულ პოსტში ასევე აღნიშნავს, რომ არეტა ძალიან უყვარს და ენატრება.

"ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ერთი წლის წინ სოულის დედოფალმა დღესასწაული მომილოცა. არეტა, ძალიან გვენატრები", - წერს მუსიკოსი. 

76 წლის არეტა ფრანკლინი დეტროიტში, საკუთარ სახლში 16 აგვისტოს გარდაიცვალა. სწორედ ამ პერიოდში დემი სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობდა. ის საავადმყოფოში ივლისში ოქსიკოდონისა და ფენტანილის ზედოზირების გამო მოათავსეს. 

ლოვატო ფრანკლინის სიმღერებს კონცერტებზე ხშირად ასრულებს. 2017 წელს მან არეტას ჰიტი Ain't No Way პროექტ Spotify Singles-ის ფარგლებში ჩაწერა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული