Thumbnail

ნახეთ: Miley Cyrus-მა და Mark Ronson-მა არიანას გრანდეს No Tears Left To Cry დააქავერეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი მაილი საირუსი და ინგლისელი არტისტი მარკ რონსონი BBC Radio 1-ს სტუმრობდნენ. მუსიკოსებმა შოუში Live Lounge არიანა გრანდეს ჰიტის, No Tears Left To Cry-ის ქავერ ვერსია შეასრულეს.

► ნახეთ: Miley Cyrus-მა და Mark Ronson-მა ლენონის Happy Xmas (War Is Over) შეასრულეს

► მაილი საირუსი სერიალ Black Mirror-ის ახალ სეზონში გამოჩნდება

No Tears Left To Cry გრანდეს რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში Sweetener შედის, რომელიც გაყიდვაში 17 აგვისტოს ჩაეშვა და ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა. 

მარკ რონსონმა მუსიკალური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. მარკი თავის დროზე ისეთ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: ემი უაინჰაუსი, ლედი გაგა, პოლ მაკკარტნი და ბრუნო მარსი.

მაილი საირუსმა კი პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული