Thumbnail

მოუსმინეთ: Cigarettes After Sex-მა ახალი სიმღერა Neon Moon გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Cigarettes After Sex ახალი სინგლი Neon Moon გაავრცელა. ბენდმა კომპოზიცია 2015 წელს ჩაწერა, თუმცა, ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.

► ნახეთ: ჯგუფმა Cigarettes After Sex-მა ფესტივალ Summer Set-ზე დაუკრა

Cigarettes After Sex ტექსასში 2008 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფმა პოპულარობა სიმღერით Nothing's Gonna Hurt You Baby მოიპოვა. კომპოზიცია ისეთ ცნობილ სერიალებშია გამოყენებული, როგორებიცაა "მხევლის წიგნი" და "უსირცხვილო". კოლექტივს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. 2018 წელს ჯგუფმა კონცერტი საქართველოშიც გამართა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული