Thumbnail

ნახეთ: თერიკა - ეს ჰიპ ჰოპი შემოუშვი შენში

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ბოლო დროს გააქტიურებული ჰიპ ჰოპ არტისტი ირაკლი ქოჩიაშვილი, ფსევდონიმით თერიკა, მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად ახალ კომპოზიციას "ეს ჰიპ ჰოპი შემოუშვი შენში" სთავაზობს. ტრეკის პროდიუსერი თავად შემსრულებელი გახლავთ. ნამუშევრის კლიპზე რეპერმა თორნიკე ზურაბიანმა, იგივე Mush One-მა იმუშავა.

► ნახეთ: თერიკა - სამშობლო 

► მოუსმინეთ: თერიკა - ცოტა ნელა 

► მოუსმინეთ: სინსორა & თერიკა - თუ დაინახე ბალახი (Prod. By დასავლელი) 

თერიკამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ პროექტით "ჩემი ქალაქი" გაიცნო. 2015 წელს მუსიკოსმა პირველი ოფიციალური მიქსტეიპი "სოციალური ნაგავი" გაავრცელა. ნამუშევრის მთავარი სინგლი ამავე დასახელების კომპოზიცია გახლავთ. სოლო კარიერის გარდა, ირაკლი ჰიპ ჰოპ გაერთიანების BAZA წევრიც იყო. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული