Thumbnail

პოპულარული დუეტი KayaKata ახალ ტრეკს Yoda ავრცელებს. კომპოზიციაში ქართული ჰიპ ჰოპის ვეტერანი წარმომადგენელი, ანზორ ჩიხლაძე, იგივე ჯერონიმო მონაწილეობს. ნამუშევრის ინსტრუმენტალის ავტორი კი კვლავინდებურად SABANADZE გახლავთ.

► მოუსმინეთ: KayaKata - ციდან მოპარული Ft. TurboHikari 

► მოუსმინეთ: KayaKata - Human No More 

► მოუსმინეთ: KayaKata - Firework

KayaKata ქართული ელექტროპოპ კოლექტივის Kung Fu Junkie წევრების, ზურა ჯიშკარიანისა და მაქსიმე მაჩაიძის მიერ შექმნილი პროექტია, რომელსაც 2016 წლამდე "ზურმუხტისფერი ბედის ორდენი" ერქვა. 2017 წლის ზაფხულში მუსიკოსებმა სადებიუტო მუსიკალური ვიდეო Jungle With Fiction გაავრცელეს.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული