Thumbnail

მოუსმინეთ: ქართულმა ჯგუფმა Soft Eject ახალი სიმღერა Joints Connecting Times გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქართულმა ჯგუფმა Soft Eject ახალი სიმღერა Joints Connecting Times გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოშვებაც 2019 წელს იგეგმება. მუსიკისა და ტექსტის ავტორი კოლექტივის წევრი ვახო ბაბუნაშვილია. ტრეკს თავად ვახო და მომღერალი ნინა ყიფშიძე ასრულებენ.

► მოუსმინეთ: ქართულმა ჯგუფმა Soft Eject ახალი სიმღერა Swinging Song გამოუშვა

 ნახეთ: Soft Eject-ის კლიპის Please Just Carry On გადაღების ექსკლუზიური კადრები

► ნახეთ: ქართულმა ჯგუფმა Soft Eject სიმღერის Windstorm აკუსტიკური ვერსია გაავრცელა

ჯგუფი ამჟამად საახალწლო კონცერტისთვის ემზადება, რომელსაც 28 დეკემბერს Tbilisi Event Hall-ში გამართავს.

Soft Eject თბილისში 1990 წელს შეიქმნა. ჯგუფის პირველი ოთხი სტუდიური ჩანაწერი Everybody (1993), Something New (1994), Now! (1995) და Collection (1995) გერმანიაშია ჩაწერილი. 2000-იანი წლებიდან ბენდი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას იწყებს. აშშ-ში, ბრიტანეთსა და უკრაინაში გასტროლებს 2001 წელს ალბომი Wanderer ემატება. 2 წელიწადში კი Nine Mountains Away გამოდის. 2017 წელს, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, "სოფთ ეჯექთი" Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერად მოგვევლინა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული