Thumbnail

მოუსმინეთ: G-Eazy ოთხტრეკიან ჩანაწერს The Beautiful & Damned (Remixes) ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტის, G-Eazy-ის კომერციულად წარმატებული ალბომის The Beautiful & Damned გამოსვლიდან 1 წელი გავიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით რეპერმა სტუდიურ ნამუშევარში შესული ტრეკების Leviathan, Sober, But A Dream და The Plan რემიქს ვერსიები გამოაქვეყნა. კომპოზიციებზე ისეთმა მუსიკოსებმა იმუშავეს, როგორებიც არიან: Hippie Sabotage, Mokita x GOLDHOUSE, Alex Lustig და Vanic.

► მოუსმინეთ: G-Eazy - Endless Summer Feat. YG 

► ნახეთ: G-Eazy - Rewind Feat. Anthony Russo 

► მოუსმინეთ: რეპერმა G-Eazy ჰიპ ჰოპ არტისტს Machine Gun Kelly დისზე უპასუხა 

ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანების მეორე ნახევარში დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მალევე მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული