Thumbnail

ნახეთ: ჯორჯ ეზრამ პოპულარული საშობაო სიმღერა Merry Christmas Everyone შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ინგლისელმა მუსიკოსმა ჯორჯ ეზრამ BBC Radio 2-ის ეთერში პოპულარული საშობაო სიმღერა Merry Christmas Everyone შეასრულა. კომპოზიცია 1985 წელს უელსელმა არტისტმა მაიკლ ბარატმა, იგივე Shakin' Stevens-მა დაწერა. ნამუშევარმა ამავე წელს ბრიტანულ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

ჯორჯ ეზრამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Wanted on Voyage გამოსცა. არტისტს პოპულარობა სწორედ ამ ჩანაწერში შესულმა სინგლმა Budapest მოუტანა. 2018 წლის 23 მარტს მომღერალმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Staying at Tamara's გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული