Thumbnail

მოუსმინეთ: Matt Berninger, Stephan Altman, & Julien Baker – All I Want

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

The National-ის ფრონტმენმა მეთ ბერნინგერმა ამერიკელ მუსიკოს ჯულიენ ბეიქერთან და კომპოზიტორ სტეფან ალტმენთან ერთად ჩაწერილი სიმღერა All I Want გაავრცელა. 

არტისტებმა კომპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაცია Planned Parenthood-ის პროექტის 7-Inches for Planned Parenthood ფარგლებში ჩაწერეს. ნამუშევარის გაყიდვებიდან შემოსული თანხა სწორედ ამ ორგანიზაციის ანგარიშზე ჩაირიცხება.

მეთ ბერნინგერმა The National ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში 1999 წელს ჩამოაყალიბა. ბენდის სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ მისი წევრების, ბრიუს და აარონ დესნერების მიერ დაარსებულ ლეიბლზე Brassland გამოიცა. 2017 წელს გამოშვებულმა რიგით მეშვიდე სტუდიურმა ჩანაწერმა Sleep Well Beasts კი მუსიკოსებს საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა. 

ჯულიენ ბეიქერმა კი მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Sprained Ankle გაავრცელა. 2018 წელს კი ბეიქერმა ინდი როკ ჯგუფი boygenius ჩამოაყალიბა, რომელთან ერთადაც ამავე სახელწოდების EP გამოუშვა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული