Thumbnail

ნახეთ: Miley Cyrus-მა და Mark Ronson-მა ლენონის Happy Xmas (War Is Over) შეასრულეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი მაილი საირუსი და ბრიტანელი მუსიკოსი მარკ რონსონი გადაცემას Saturday Night Live სტუმრობდნენ. მათ შოუში ჯონ ლენონის საშობაო სიმღერა Happy Xmas (War Is Over) ლეგენდარული არტისტის შვილთან, შონთან ერთად შეასრულეს.

► მაილი საირუსი სერიალ Black Mirror-ის ახალ სეზონში გამოჩნდება

მაილიმ და მარკმა გადაცემაში ასევე მათი ერთობლივი ნამუშევარი Nothing Breaks Like A Heart იმღერეს. ტრეკი რონსონის რიგით მეხუთე სტუდიურ ალბომში Late Night Feelings შევა, რომელიც გაყიდვაში 2019 წელს ჩაეშვება.

მარკ რონსონმა მუსიკალური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. მარკი თავის დროზე ისეთ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: ემი უაინჰაუსი, ლედი გაგა, პოლ მაკკარტნი და ბრუნო მარსი.

მაილი საირუსმა კი პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული