Thumbnail

14 დეკემბერს ანიმაციური ფილმის Spider-Man: Into The Spider-Verse პრემიერა შედგა. კინოეკრანებზე სურათის გამოსვლასთან ერთად, გაყიდვაში მისი საუნდტრეკების ალბომიც ჩაეშვა, რომელზეც ძირითადად რეპერებმა იმუშავეს. გთავაზობთ, ჩანაწერში შესულ კომპოზიციას სახელწოდებით Home, რომლის ავტორიც თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი Vince Staples გახლავთ.

► მოუსმინეთ: რეპერი Vince Staples ახალ ალბომს FM! ავრცელებს 

► ნახეთ: რეპერი Vince Staples კომპოზიციის FUN! ვიდეორგოლს ავრცელებს 

კარიერის დასაწყისში ვინსენტ ჯამალ სთეიფლსი პოპულარული კოლეგის, Tyler, the Creator-ის მიერ დაარსებული ჰიპ ჰოპ გაერთიანების, Odd Future-ის წევრებთან თანამშრომლობდა. 2013 წელს კი მან და მაკ მილერმა ერთობლივი მიქსტეიპი Stolen Youth გამოუშვეს. დღემდე რეპერმა სამი ალბომი Summertime '06, Big Fish Theory და FM! გაავრცელა. მისი შემოქმედება ელექტრონული მუსიკისა და ჰიპ ჰოპის სინთეზია. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული