Thumbnail

მოუსმინეთ: Zayn-მა ახალი ალბომი Icarus Falls გამოუშვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ბრიტანელი სუპერვარსკვლავი ზეინ მალიკი რიგით მეორე სტუდიურ ალბომს Icarus Falls ავრცელებს. ჩანაწერი სულ 27 კომპოზიციას აერთიანებს. ნამუშევრის ფარგლებში მუსიკოსმა ჰიპ ჰოპ არტისტ Nicki Minaj-თან და პროდიუსერ Timbaland-თან ითანამშრომლა. 

► მოუსმინეთ: Zayn - There You Are

► მოუსმინეთ: Zayn - Rainberry

► მოუსმინეთ: Zayn - No Candle No Light Feat. Nicki Minaj

ზეინ ჯავად მალიკი სცენაზე 2010 წელს ბრიტანულ "იქს ფაქტორში" გამოჩნდა, შემდეგ კი კარიერა პოპულარულ ინგლისურ ბოიბენდში One Direction გააგრძელა. 2015 წელს მუსიკოსმა ჯგუფი დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო. 2016-ში ის პირველი ბრიტანელი მამაკაცი არტისტი გახდა, რომლის სადებიუტო სინგლმაც Pillowtalk როგორც ბრიტანულ, ასევე ამერიკულ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული