Thumbnail

ნახეთ: DJ Snake-მა კომპოზიციაზე Taki Taki შექმნილი ანიმაციური კლიპი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ფრანგმა დიჯეიმ და პროდიუსერმა DJ Snake-მა პოპულარულ კომპოზიციაზე Taki Taki შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლი გაავრცელა. ტრეკში მასთან ერთად პუერტორიკოელი მომღერალი Ozuna, ასევე, ამერიკელი არტისტები, სელენა გომესი და Cardi B მონაწილეობენ. კლიპის ავტორი ჯეისონ თეიმმეგია.

► ნახეთ: DJ Snake, Ozuna, Cardi B და Selena Gomez-ი კლიპში Taki Taki

DJ Snake პარიზელი არტისტის, უილიამ სამი ეტიენ გრიგასინის სასცენო სახელია. პროდიუსერმა და დიჯეიმ სადებიუტო ალბომი Encore 2015 წელს გაავრცელა. ჩანაწერში შესულ ტრეკებზე მან ისეთ მუსიკოსებთან ერთად იმუშავა, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, ტრევის სკოტი, Skrillex, Migos და სხვები. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული