Thumbnail

კანადელი პოპვარსკვლავი ავრილ ლავინი ახალ სინგლს Tell Me It's Over და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. კომპოზიცია მუსიკოსის რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომში Head Above Water შევა, რომელიც გაყიდვაში 2019 წლის 15 თებერვალს ჩაეშვება. ნამუშევარში სულ 12 ჩანაწერი გაერთიანდება. 

► Avril Lavigne: რატომ ფიქრობენ, რომ მოვკვდი და ორეული მყავს?

► ნახეთ: Avril Lavigne-მა სიმღერაზე Head Above Water ვიდეოკლიპი გადაიღო

ავრილ ლავინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 40 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მას განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Complicated, Girlfriend და Sk8er Boi მოუტანეს. 

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული