Thumbnail

ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი ზაზა ნოზაძე, ფსევდონიმით Sf-x, ახალ კომპოზიციას "პატიმრებს" ავრცელებს. ნამუშევრის პროდიუსერი ჰარუტ მარტიროსიანი, იგივე HaruTune გახლავთ. ტრეკი ზაზას სადებიუტო ალბომში "თბილისიდან" შედის.

► რეპერი Sf-x სადებიუტო ალბომს "თბილისიდან" ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Sf-x - თუ დასანგრევია Ft. Ras Green 

► მოუსმინეთ: Sf-x - 1 დღე 

ზაზა ნოზაძემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანებით "ქსელი 56" გახდა. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა პროექტის "ჩემი ქალაქი" ფარგლებში ჩაწერილმა ამავე სახელწოდების კომპოზიციამ მოუტანა, რომელსაც იუთუბზე 5,5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული