Thumbnail

ნახეთ: Brandi Carlile-ის ახალ კლიპში სერიალ "მხევლის წიგნის" ვარსკვლავი მონაწილეობს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი მუსიკოსი ბრენდი კარლაილი სიმღერაზე Party Of One გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ვიდეორგოლში ცნობილი მსახიობი, სერიალ "მხევლის წიგნის" ვარსკვლავი ელიზაბეტ მოსი მონაწილეობს. ვიზუალური ნამუშევარი ლესბოსელი წყვილის სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. 

Party Of One მომღერლის რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომში By the Way, I Forgive You შედის, რომელიც გაყიდვაში თებერვალში ჩაეშვა და გრემის ორი ნომინაციაც დაიმსახურა.

ბრენდი კარლაილმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ The Story მოუტანა, რომელიც 2007 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა. 2019 წლის გრემიზე არტისტი 6 კატეგორიაშია წარდგენილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული