Thumbnail

50 Cent-მა ემინემთან და ედ შირანთან ერთად კომპოზიცია ჩაწერა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი 50 Cent ამჟამად კინემატოგრაფში აქტიურად მოღვაწეობს, თუმცა, მუსიკისთვის დრო მაინც რჩება. რეპერის განცხადებით, მან ლეგენდარულ ემინემთან და პოპულარულ შემსრულებელ ედ შირანთან კოლაბორაციული ტრეკი ჩაწერა. 

► 50 Cent: შესაძლოა, მე და ემინემმა ახალ ჩანაწერზე კვლავ ვითანამშრომლოთ 

► შესაძლოა, Eminem-მა, Dr. Dre-მ და 50 Cent-მა ახალი კომპოზიცია გამოუშვან 

► ნახეთ: Eminem და 50 Cent მაყურებლის წინაშე კვლავ ერთად წარდგნენ 

"გუშინ ღამით ემინემთან და ედ შირანთან ერთად კომპოზიცია ჩავწერე. ძალიან გავერთე", - დაწერა მუსიკოსმა ინსტაგრამზე.

50 Cent-მა მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში დაიწყო. მას წარმატება სადებიუტო სტუდიურმა ალბომმა Get Rich оr Die Tryin' მოუტანა. 2003 წლიდან დღემდე ამ ნამუშევრის 14 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. 2015 წლის მიწურულს არტისტმა ბოლო ოფიციალური მიქსტეიპი The Kanan Tape გამოუშვა, რომლის წამყვანმა სინგლმა I'm the Man პლატინის სტატუსი მოიპოვა. სოლო შემოქმედების გარდა, 50 Cent პოპულარული ჰიპ ჰოპ გაერთიანებისა და ლეიბლის G-Unit-ის დამფუძნებელია. 

50 Cent-მა და ემინემმა კარიერის განმავლობაში არაერთხელ ითანამშრომლეს. მათი ერთობლივი კომპოზიციებიდან განსაკუთრებული პოპულარულობა ტრეკებმა You Don`t Know და My Life მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული