Thumbnail

მოუსმინეთ: KayaKata - ციდან მოპარული Ft. TurboHikari

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ქართული ჰიპ ჰოპ დუეტი KayaKata განაგრძობს თაყვანისმცემლების განებივრებას და მსმენელს კიდევ ერთ ახალ კომპოზიციას "ციდან მოპარული" სთავაზობს. "კატებთან" ერთად ჩანაწერში შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის წევრი, გიორგი კვეზერელი, იგივე TurboHikari მონაწილეობს. ნამუშევრის პროდიუსერი კი SABANADZE გახლავთ.

► მოუსმინეთ: KayaKata - Human No More 

► მოუსმინეთ: KayaKata - Firework 

► მოუსმინეთ: KayaKata ახალ კომპოზიციას Aroma Vanilla ავრცელებს 

KayaKata ქართული ელექტროპოპ კოლექტივის Kung Fu Junkie წევრების, ზურა ჯიშკარიანისა და მაქსიმე მაჩაიძის მიერ შექმნილი პროექტია, რომელსაც 2016 წლამდე "ზურმუხტისფერი ბედის ორდენი" ერქვა. 2017 წლის ზაფხულში მუსიკოსებმა სადებიუტო მუსიკალური ვიდეო Jungle With Fiction გაავრცელეს.

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული