Thumbnail

ნახეთ: BTS გრემის ნომინაციაზეა წარდგენილი

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

პრესტიჟული პრემიის, გრემის ჯილდოსთვის სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS-იც იბრძოლებს. კორეული პოპის ისტორიაში პირველად კოლექტივი ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის ნომინანტებს შორის მოხვდა. მუსიკოსების რიგით მესამე სტუდიური ჩანაწერი Love Yourself: Tear "საუკეთესოდ შეფუთული ალბომის" კატეგორიაშია წარდგენილი.

► ნახეთ: Grammy-ს ნომინანტები ცნობილია

► ნახეთ: BTS-მა და Steve Aoki-მ სიმღერაზე Waste It On Me კლიპი გადაიღეს

► ნახეთ: People's Choice Awards-ის ტრიუმფატორი ჯგუფი BTS გახდა

Love Yourself: Tear-ის შეფუთვაზე სეულში დაფუძნებულმა კომპანიამ HuskyFox იმუშავა. ჩანაწერი გაყიდვაში მაისში ჩაეშვა და კეიპოპის ისტორიაში პირველად ბილბორდის ჩარტის ლიდერობაც მოიპოვა.

ხსენებულ ნომინაციაზე ასევე Mitski-ს, St. Vincent-ის, The Chairman-ისა და Foxhole-ის ნამუშევრებია წარდგენილი. რიგით 61-ე გრემის დაჯილდოების გამარჯვებულები 2019 წლის 10 თებერვალს გამოვლინდებიან.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანეს. ბენდმა 2018 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე ნომინაციაში "ხალხის არჩევანი" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. კორეელებმა ისეთ არტისტებს აჯობეს, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, არიანა გრანდე და დემი ლოვატო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული