Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი შეყვარებულთან და შვილებთან ერთად საშობაო ნაძვის ხეს რთავს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი მუსიკოსი ჯენიფერ ლოპესი და მისი შეყვარებული, ბეისბოლის ყოფილი მოთამაშე ალექს როდრიგესი შობის აღსანიშნად ემზადებიან. მათ მაიამიში მდებარე სახლში ნაძვის ხე შვილებთან ერთად უკვე მორთეს. ფოტოები ინსტაგრამზე თავად სუპერვარსკვლავმა გაავრცელა.

► ნახეთ: Jennifer Lopez-მა სიმღერა Limitless ცოცხლად შეასრულა

► ნახეთ, როგორ შეაშინა ჯენიფერ ლოპესი შეყვარებულმა

► ფოტოგალერეა: Jennifer Lopez-ის 20 გამორჩეული ჩაცმულობა

მუსიკოსმა სოციალურ ქსელში ვიდეოც ატვირთა, რომელშიც მისი შვილები, მაქსი და ემი ჩანან.

Have a Holly Jolly Christmas...🎄♥️😍

A post shared by Jennifer Lopez (@jlo) on

ალექსი და ჯენიფერი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან. ისინი შობას ერთად წელს პირველად იზეიმებენ.

49 წლის ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული