Thumbnail

ნახეთ: ქართველი რეპერი Kay G ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში მონაწილეობს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ჰიპ ჰოპ არტისტმა გიორგი ქებურიამ, სასცენო სახელით Kay G, ტექნიკის მაღაზია iPlus-ის სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა რეპერის თაყვანისმცემლებს მის მიერ სპეციალურად ამ ვიდეოსთვის ჩაწერილი კომპოზიციის მოსმენაც შეუძლიათ. 

► რეპერი Kay G სადებიუტო ჩანაწერს Apollo 11 ავრცელებს

გიორგიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "მინანქარი", "5 ლარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით" და "260-6". 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან, იგივე Young Mic-თან, ერთად ისეთი ცნობილი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა". მიმდინარე წლის 26 ნოემბერს მუსიკოსმა სადებიუტო ჩანაწერი Apollo 11 გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული