Thumbnail

კრისტინა აგილერა დემი ლოვატოს: ძალიან მენატრებოდი

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი დემი ლოვატო სარეაბილიტაციო კურსის დასრულების შემდეგ ჰობს, საბრძოლო ხელოვნება ჯიუ-ჯიცუს დაუბრუნდა. მან ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე ვარჯიშის დროს გადაღებული ფოტო ატვირთა. სურათზე ცნობილმა მომღერალმა, კრისტინა აგილერამაც დააკომენტარა. 

► დემი ლოვატო: ნამდვილი მეგობრები შენ შესახებ მედიასთან არ საუბრობენ

► ნახეთ: ნიუ ორლეანის ერთ-ერთ ბარში Christina Aguilera-ს სიმღერაზე უარი უთხრეს

"ძალიან მენატრებოდი. მუდამ ერთად ვიქნებით. მიყვარხარ", - დაწერა აგილერამ.

💕 #CommentsByCelebs

A post shared by @ commentsbycelebs on

შეგახსენებთ, რომ ლოვატო ოქსიკოდონისა და ფენტანილის ზედოზირებით სამკურნალო დაწესებულებაში მიმდინარე წლის ივლისში მოათავსეს. მას შემდეგ მომღერალი სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა.

► დემი ლოვატო, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

პოპვარსკვლავებმა წელს თაყვანისცემლებს ერთობლივი კომპოზიცია Fall In Line შესთავაზეს. სიმღერა აგილერას რიგით მერვე სტუდიურ ალბომში Liberation შედის. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული