Thumbnail

გამოცემა "ბილბორდმა" 2018 წლის ყველაზე მაღაშემოსავლიანი საკონცერტო ტურნეები დაასახელა. სიის სათავეში ბრიტანელი მუსიკოსი ედ შირანი მოექცა. მის მიერ გამართული Divide Tour-ის შემოსავალმა ჯამში 429 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე პოზიცია ტეილორ სვიფტის Reputation Stadium Tour-მა 315 მილიონით დაიკავა. მესამე ადგილი კი ბიონსესა და ჯეი ზის ერთობლივ ტურნეს On the Run II ერგო.

2018 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურნეების ათეული ასე გამოიყურება: 

1. Ed Sheeran - $429,491,502 (99 კონცერტი)
2. Taylor Swift - $315,186,362 (48 კონცერტი)
3. Beyoncé & Jay-Z - $253,514,983 (48 კონცერტი)
4. Bruno Mars - $237,770,168 (100 კონცერტი)
5. Pink - $180,402,074 (88 კონცერტი)
6. Justin Timberlake - $149,277,272 (76 კონცერტი)
7. U2 - $119,203,900 (55 კონცერტი)
8. The Rolling Stones - $117,844,618 (14 კონცერტი)
9. Kenny Chesney - $114,333,176 (42 კონცერტი)
10. Journey & Def Leppard - $97,095,894 (60 კონცერტი)

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული