Thumbnail

ნახეთ: Lil Pump-მა საკუთარი დაკავება პირდაპირ ეთერში გაუშვა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ფლორიდელი ჰიპ ჰოპ არტისტის, გაზი გარსიას, ფსევდონიმით Lil Pump, ფინეთში გასამართი კონცერტი მას შემდეგ გაუქმდა, რაც მუსიკოსი დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში დააკავეს. გამოცემა TMZ-ის ინფორმაციით, შემსრულებლის გუნდის ერთ-ერთ წევრს პოლიციამ მარიხუანა აღმოუჩინა, რის შემდეგაც ფამფმა სამართალდამცველებს შუა თითი უჩვენა. განყოფილებაში გადაყვანისას რეპერმა ინსტაგრამზე პირდაპირი ეთერი ჩართო და თაყვანისმცემლებს მისი დაპატიმრების შესახებ აუწყა.

► ნახეთ: Lil Pump საკონცერტო დარბაზის ევაკუაციის დროს ავტობუსის სახურავიდან რეპავს 

► ნახეთ: Lil Pump-მა ღმერთს მარიხუანა გაუგზავნა 

► ნახეთ: Lil Pump-ის ძვირადღირებული სამკაულების კოლექცია 

მუსიკოსი რამდენიმე საათში 800 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

რეპერი სამართალდამცველებმა აგვისტოს მიწურულსაც დააკავეს. მაიამის პოლიციამ მუსიკოსის "როლს როისის" მარკის ავტომობილის შემოწმებისას აღმოაჩინა, რომ მანქანაზე დამონტაჟებული ნომერი სხვა სატრანსპორტო საშუალებას ეკუთვნოდა. არტისტს არც მართვის მოწმობა აღმოაჩნდა.

ლილ ფამფმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Lil Pump ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის მთავარი ტრეკი ორმაგი პლატინის სტატუსის მქონე სინგლი Gucci Gang გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული