Thumbnail

16 წლის წლის ბრონქსელი ჰიპ ჰოპ არტისტი Smooky MarGielaa ახალ კომპოზიციას ავრცელებს. ახალბედა მუსიკოსის ჩანაწერში პოპულარული არენბი შემსრულებელი Chris Brown, ლეგენდარული მემფისელი რეპერი Juicy J და სმუქის მენტორი, ჰარლემელი ASAP Rocky მონაწილეობენ. ნამუშევარი თინეიჯერის სადებიუტო ალბომის MargielaMadMan ერთ-ერთი სინგლია.

ნიუ იორკელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 13 წლის ასაკში დაიწყო. მისი შემოქმედების მთავარი ინსპირაცია ლეგენდარული პოპვარსკვლავი მაიკლ ჯექსონი გახლავთ. 2016 წელს სმუქი ეისეფ როქიმ შეამჩნია და საკუთარ ლეიბლში ASAP Mob გააერთიანა. მას შემდეგ ახალბედა არტისტმა "ეისეფ მობის" კომპილაციურ ალბომში მიიღო მონაწილეობა. მუსიკოსი ამჟამად სადებიუტო ალბომზე მუშაობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული